​30 ინფიცირებული ბოლო 24 საათში - კოვიდ 19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

​30 ინფიცირებული ბოლო 24 საათში - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 293-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია. 

ინფიცირებული პაციენტებიდან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. მათ შორისაა 9 თვის ჩვილიც. ამ საავადმყოფოში ასევე, მკურნალობას კოვიდ 19-თ ინფიცირებული 38 პაციენტი გადის. მათ შორის, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 

24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ დღე-ღამის განმავლობაშ 6 ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, აქ ერთი მოზრდილია და 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. სულ ორი კლასტერია ჩვენთან, ქობულეთს და ეს კლასტერი ჩემთვის უცნობია,"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, მკურნალობას აქ სულ 85 პაციენტი გადის, მათგან 67-ს კოვიდ 19 ოფიციალურად უდასტურდებათ. ინფიცირებული პაციენტებიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. განსაკუთრებით კრიტიკულია 4 პაციენტის მდგომარეობა. ყველაზე მძიმე პაციენტი, რომლის გამოც მარნეული კარანტინშია მოქცეული, გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი