ეკლესიის კლასტერი - ინფიცირებული მღვდელი და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია მრევლს დღეს ჩაკეტილი დახვდა. ზეთისცხებისვთის მისული მორწმუნეები არავის გაუფრთხილებია, რომ ტაძარი არ გაიღებოდა. გადაწყვეტილება ეკლესიის წინამძღვარმა მაშინ მიიღო როდესაც ტაძრის მღვდელმსახურს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ბოქსირებული პალატიდან თავად ინფიცირებული სასულიერო პირი ამბობს რომ ბოლოს ეკლესიაში ხარების დღესასწაულზე წირვა ჩაატარა და ეკლესიაში რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ეზიარა თავადაც და მრევლიც.

მღვდლის კონტაქტების შესწავლა ბოლომდე დასრულებული არ არის. მრევლის ერთი ნაწილის გარდა იზოლაციაში გაუშვეს ყველა სასულიერო პირი ვისაც მასთან შეხება ჰქონდა. კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა დეკანოზის ექიმ დას და დის შვილის. სასულიერო პირი ვარაუდობს რომ სწორედ დის კლასტერიდან გადაედო ინფექცია, რადგან გამოკვლევების ჩასატარებლად მასთან კლინიკაში იყო მისული.  

საპატრიარქოში თვლიან, რომ დაავადების გავრცელების საშიშროების მიუხედავად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ უნდა  შეჩერდეს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვერის ბაღის ეკლესიაში სააღდგომო წირვას სხვა მღვდელი ჩაატარებს სხვა ეკლესიიდან.

კორონავირუსი დაუდასტურდა საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის წევრსაც, თუმცა საპატრიარქოში განმარტეს, რომ მხოლოდ გარე პერიმეტრზე მუშაობდა

ინფიცირებული მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედანაა. ის სწორედ აქედან დადიოდა სამსახურში. სოფელში ეპიდემიოლოგები კარდაკარ დადიოდნენ და ამოწმებდნენ ყველას, ვისაც დაცვის თანამშრომელთან შეხება ჰქონდა. დღის ბოლოს გამკაცრდა სოფელში შესვლის წესებიც. 

გაზრდილი რისკების მიუხედავად ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი რას იზამს საპატრიარქო აღდგომის ღამის მსახურებაზე. ცნობილია ის, რომ წირვა უცვლელი წესით ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი