ვინც ჩემს ღირსებას შეეხება... - ქუთაისის მერი მედიას კვალიფიკაციას უწუნებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ჟურნალისტებს კომპეტენციას უწუნებს. ქალაქის მერი ფიქრობს, რომ ჟურნალისტები ოპოზიციის წევრებს უფრო უჯერებენ, ვიდრე ხელისუფლებას. ყოფილი საპარლამენტო ქალაქის პირველი პირის განმარტებით, ყველა ვინც მის ღირსებას შეეხება, დოკუმენტაციით უპასუხებს.

"ერთი თხოვნა მექნება, ოპოზიცია, რასაც საუბრობს ნუ იფიქრებთ, რომ აპრიორი მართალს ლაპარაკობს. მინდა, რომ კომპეტენტური ჟურნალისტები იყვნენ ჩემს ქალაქში, რომლებიც ნამდვილ და სწორ ამბებს გააშუქებენ. ვინც ჩემს ღირსებას შეეხება, დოკუმენტებით ვუპასუხებ, მე ასე მიცხოვრია." - განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი