„სვეტიცხოვლის ეზოში მდებარე რეზიდენციაში ეწეოდა გარყვნილ მოქმედებებს“ - დეკანოზ გიორგი სხილაძის ბრალდება წილკნელი მიტროპოლიტის მიმართ

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ბრალდებები წილკნელი მიტროპოლიტის მიმართ - დეკანოზი გიორგი სხილაძე სასულიერო აკადემიაში მომხდარს „მთავართან“ თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში იხსენებს.

მღვდელი გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ სტიქაროსნებთან ეპისკოპოსი ზოსიმე გარყვნილ ქმედებებს სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში სჩადიოდა.

სასულიერო პირი დეტალურად ყვება, თუ როგორ ავიწროებდა სექსუალურად ამჟამინდელი მიტროპოლიტი სტუდენტს და როგორ "ჩაფარცხა" საქმე საპატრიარქომ.

„სვეტიცხოვლის ეზოში მდებარე რეზიდენციაში ეწეოდა გარყვნილ მოქმედებებს. მან ასეთი მოქმედება სცადა ჩვენი სულიერი ძმის მიმართაც. პირდაპირ რომ იტყვიან, მაგრამ ლექტორმა ასეთი არაწმინდა შეხებები დაუწყო, რა თქმა უნდა, საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა, როგორც ლექტორს სურდა და გამოეცალა ხელიდან, შემდეგ ეს ამბავი გამჟღავნდა, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გვემხილებინა... დღემდე ჰყავს პატრიარქს გვერდში, დაწინაურებულია, რა ხდება ხედავთ - პატრიარქი მფარველობს ასეთებს, სამწუხაროდ, მფარველობს მრუშულ მღვდლებს,“ - ამბობს გიორგი სხილაძე.

მეუფე ზოსიმეს უმძიმესი ბრალდება მამა გიორგი სხილაძემ წაუყენა და წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე.

მეუფე ზოსიმემ სემინარიის სტუდენტების მოთხოვნით ხელწერილიც კი დაწერა. წერილის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ის სამუდამოდ ტოვებს თბილისის სემინარიის რექტორის თანამდებობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი