ავტობანზე ტექნიკური მარილი არ ყრია - წეროვანთან მანქანები მოცურდა

გამოქვეყნდა:

ავტობანზე ტექნიკური მარილი არ არის დაყრილი, ამის გამო კი რამდენიმე მანქანა წეროვანთან მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ტექნიკური მარილის არარსებობის გამო, გზაზე, ძირითადად, მსუბუქი მანქანები მოცურდნენ. რამდენიმე მანქანა გზის მარჯვენა ნაპირზე, დამცავ ბარიერს დაეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მისული. 

ავტობანის მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი