სკანდალური მხილებები საპატრიარქოში - ყოფილი მღვდელმთავარი საეკლესიო კრების ჩატარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბრალდებები წილკნელი მიტროპოლიტის მიმართ - უპრეცედენტო სკანდალის ერთ-ერთ მონაწილესთან, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძესთან „მთავარმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

სინოდის ყოფილი წევრი პირდაპირ საეკლესიო კრების მოწვევას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მხოლოდ სინოდი ამ პრობლემებს ვერ  მოაგვარებს.

მეუფე მზად არის სწორედ დიდი საეკლესიო კრებაზე მოყვეს ყველაფერი მღვდელმთავრების გარყვნილი ქმედებების შესახებ.

„მოწვეულ იქნეს ეპისკოპოსთა კრება, ამ კრებას უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა, ვინც თავს თვლის დაჩაგრულად, კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ მათ დამაჯერებელი პასუხი, ეს დამაჯერებელი პასუხი არსად ჩანს. როცა, რომელიმე პიროვნება საპატრიარქოს თვალში არ მოსდის, მათ განჩინება გამოაქვთ ყოველგვარი, ამ თითქოს, დასასჯელი პირების დასწრების გარეშე... ეს საეკლესიო კრებები კი არ ხდება, სინოდის კრება ხდება, სადაც მარტო სინოდის წევრები ესწრებიან, ამათ გამოაქვთ განჩინებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ვისაც უნდა სჯიან, ვისაც უნდა ასამართლებენ“, - განაცხადა ქრისტეფორე წამალაიძემ.

ქრისტეფორე წამალაიძე ულტიმატუმს უყენებს მეუფე ზოსიმეს და ამბობს, რომ თუკი სასულიერო პირი არ შეწყვეტს მის მიმართ ბრალდებებს, ის ღიად ისაუბრებს წლების წინ მომხდარ ფაქტებზე.

მეუფე ზოსიმეს უმძიმესი ბრალდება მამა გიორგი სხილაძემ წაუყენა და წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე.

მეუფე ზოსიმემ სემინარიის სტუდენტების მოთხოვნით ხელწერილიც კი დაწერა. წერილის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ის სამუდამოდ ტოვებს თბილისის სემინარიის რექტორის თანამდებობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი