აკრძალული ონლაინ გაყიდვები და არაფორმალური ვაჭრობის საფრთხე - ბიზნესი მთავრობას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ბიზნესი მართვით სუნთქვაზეა და შველას ხელისუფლებას სთხოვს. უკიდურესი მდგომარეობის გამო დღეს 60-მდე კომპანიამ საგანგებო წერილით გიორგი გახარიას მიმართა და ონლაინ გაყიდვების აღდგენა სთხოვა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის ხელმძღვანელს დეტალურად აუხსნეს რომ სწორედ ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს ადამიანების სახლში დარჩენას და ამ სერვისის გაუქმება როგორც ბიზნესისთვის ასევე მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა. დამატებითი რეგულაცია კერძო სექტორს საბოლოოდ გაანადგურებს და ეკონომიკური კრიზისი წლების განმავლობაში გარდაუვალი იქნება.

მთავარის ინფორმაციით, ონლაინ გაყიდვების აღდგენის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს უკვე 10 ათასზე მეტმა კომპანიამ მიმართა, პასუხი კი ამ დრომდე არ არის. დღეს არც გიორგი გახარიას დაუკონკრეტებია, როდის მოიხსნება ონლაინ ვაჭრობაზე შეზღუდვები და რას ემსახურება ეს რეგულაცია მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ხსნას სწორედ დისტანციურ გაყიდვებში ხედავს.

ბიზნესის წნეხში მოქცევის შემდეგ ჩნდება შავი ბაზარი, სადაც კერძო პირები გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ - ასეთი არაფორმალური ვაჭრობა საქართველოშიც უფრო და უფრო მოიკიდებს ფეხს და შეზღუდვები მხოლოდ ფორმალური ხასიათის გახდება.

ეკონომისტები დამატებით რეგულაციას ბიზნესისთვის საკონტროლო გასროლად აფასებენ და ეკონომიკის რეცესიას პროგნოზირებენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში მიტანის სერვისით მოქალაქეებს მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების მიღება შეუძლიათ. მთავრობის 31 მარტის დადგენილებით, იკრძალება როგორც წიგნების ასევე სხვადასხვა ტექნიკის, ტანსაცმლის და სარემონტო მასალების ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა. ამ შეზღუდვით, კერძო სექტორმა დაკარგა ერთადერთი შემოსავალი, რითაც პანდემიის პირობებში საკუთარი ბიზნესის გადარჩენას ცდილობდა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი