9 საათში საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება. დახურულ ზონებად ცხადდება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ამ ქალაქებში შესვლა - გამოსვლა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 10 დღე აკრძალული იქნება, გარდა იმ ავტომობილებისა რომლებიც სპეციალური საშვებით იმოძრავებენ.
შეზღუდვები საღამოს 21 საათიდან ამოქმედდება.
თბილისის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დედაქალაქის შემოსასვლელებთან უჩვეულო საცობები იყო. მოსახლეობის ნაწილს ქალაქში დაბრუნება, ნაწილს კი რაიონში გასვლა ახალი შეზღუდვის ამოქმედებამდე უნდოდა მოესწრო.
აქტიური გადაადგილება შეინიშნება ამ დროისათვის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე. ადგილზე დგას სამედიცინო პუნქტი, რომელიც შერჩევითი პრინციპით გაჩერებულ მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ.