გორში, კომენდანტის საათის დროს მაღაზიათა ქსელი "მადაგონი" გატეხეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, მაღაზიის მინა შეამტვრიეს და შიდა სივრცეში ისე შევიდნენ.
მაღაზიიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯერი გამოკითხვაზე იმყოფება, თავად კი არ იციან რისი წაღება მოახერხეს ქურდებმა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ქურდები მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფიდან 15 000 ლარი წაიღეს.
მაღაზიის მენეჯერი ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
"გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაზუსტებით არ მინდა საუბარი, როცა გახდება ცნობილი, აუცილებლად გაცნობებთ დეტალებს. კამერების ჩანაწერი არსებობს",-თქვა მენეჯერმა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.