ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 30-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ქვეყანაში 336 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გაზრდილია ასევე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კოვიდ 19-ისგან უკვე 74 პაციენტი განიკურნა.

ინფიცირებულთა უმეტესობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. რამდენიმე მათგანს ვირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

მატება დადასტურებული შემთხვევების არის 30. 336 პაციენტიდან 86 ჩვენი პაციენტები არიან. წყარო ყველგან დადგენილი არ არის. ხდება ამ წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად კიდევ რაღაცა მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ აი, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება,"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი პაციენტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. კოვიდ 19 მას ოჯახის წევრისგან გადაედო. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ქვეყანა მედპერსონალის, ეკიპირების და ადგილების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი