მარნეულში, ოჯახის 3 წევრი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი, დაიღუპნენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "მთავარის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო და ოჯახი ელექტროღუმელს იყენებდა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შესახებ, არ დასტურდება.
"ოჯახი რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, გარდაცვლილი მამაკაცი უზბეკეთის მოქალაქეა, ცოლი კი ქუთაისიდან არის. ძალიან გაჭირვებულები იყვნენ, უბანში ყველა ამ ოჯახს ეხმარებოდა. როგორც ვიცი, სახლში ბუნებრივი აირი არ არის", - ამბობს მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით აქვს დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ჯეიჰუნ მუჰამედალი