"ადამიანები იხრჩობიან რეანიმაციაში, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ, ვერ ავუვალთ ქართველი ექიმები" - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

გამოქვეყნდა:

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ემოციურ მიმართვას უგზავნის. ლევან რატიანი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოწუოდებს და უმორჩილესად სთხოვს, სახლში დარჩნენ. მისი განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაა. ახალგაზრდების დაუდევრობის გამო, ასაკოვანი ადამიანები სასუნთქ აპარატებზე ფაქტიურად მიჯაჭვულები არიან. რატიანი ასევე, ექიმების წინაშე არსებულ საფრთხეზეც საუბრობს.

თუ ასე გავარძელებთ, არ მინდა ცუდი სიტყვა, ბრჭყალებში, "ღლიცინს", რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა სამწუხაროდ აკეთებს, ვერ ავუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში. არ მინდოდა ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თითონ გამოძვრნენ, ბრჭყალებში, ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ამ არაინვაზიურ ვენტილაციას. აი, როგორ გითხრათ, იხრჩობიან და ამის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვისაც და ნუ გაგვკათებინებთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ,"- აცხადებს ლევან რატიანი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ით გაიზარდა. ექიმების სამედიცინო რესურსის დეფიციტის საფრთხეზე საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი