ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას კიდევე ერთხელ შეგვახსენა, რამდენად შორს ვართ ცივილიზებული სტანდრატისგან და რამდენად დაუცველები არიან პატარები, ხშირად ადამიანებიც კი, ვინც ამ მოზარდების მთავარი დასაყრდენი უნდა იყვნენ, ან თავად ხდებიან აგრესორები, ან მათ შორის გაუცხოების იმხელა უფსკრულია, რომ უკვე ძალიან გვიანია.
ნინი დახმარებას ითხოვდა: ცდილობდა, წვალობდა, მაგრამ ყველამ ზურგი შეაქცია.
14 წლის მოზარდმა საკუთარი სახლის ეზოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიცია ახლა საქმეს იძიებს, მაგრამ პოსფაქტუმ, როცა წერტილი უკვე დასმულია: 14 წლის გოგონა უკვე მკვდარია.
სახელმწიფოს არცერთმა ინსტიტუტმა არ დაიცვა მოზარდის ფუნდამენტური - სიცოცხლის უფლება.
"ჩვენ გვაქვს სერიოზული მენტალური პრობლემა. საზოგადოება არ არის შეთანხმებული, რომ როცა ძალადობაა, მსხვერპლის მხარეს უნდა დადგეს", - ამბობს ბაია პატარაია.
მოქალაქეების დამოკიდებულება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თითქმის ერთგვაროვანია, ყველა თანხმდება, რომ მოზარდისთვის ყველას მეტი ყურადღება უნდა მიექცია.
მაგრამ მსხვერპლისთვის არაფერი იცვლება - ისინი კვდებიან...