"პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს", - ამ სლოგანით რამდენიმე წუთია, რაც სავტომობილო მსვლელობა მიმდინარეობს თბილოსის თითქმის ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე, აქცია მონაწლები საქართველოს ხელისულებას მოუწოდებენ, დროულად მოხადინონ საწვავის ფასზე რეაგირება, აქციის მონაწილეებს რიყის პარკთან სხვადასხვა საპროტესტო მოთხოვნით ტუროპერატორები, სასტუმროების მფლობელები და ის ადამინები უერთდებიან რომლებმაც კორონაპანდემიის გამო ერთადერთი შემოსავალი დაკარგეს.
აქციას ასევე მართავენ ქუთაისსა და ბათუმშიც. ქუთაისში მძღოლებმა საწვავის გაზრდილი ფასების გასაპროტესტებლად სიგნალებით აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი მერიის შენობის წინ გაჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
იგივე სურათია ბათუმშიც, სადაც აქცია-მსვლელობა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ავტომფლობელების თქმით, საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.