მუქარა ამბიონიდან - სასულიერო პირები ხელისუფლების აკრძალვებს არ ემორჩილებიან

გამოქვეყნდა:

მუქარა ხელისუფლებამ დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან მიიღო. მეუფე იაკობმა ხელისუფლება გააკრიტიკა და ეკლესიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა. მღვდელმთავარი ამტკიცებს, რომ სრული კარანტინის გამოცხადებით მრევლს ეკლესიის კარი ჩაუკეტეს, ლიტურგიაზე წამსვლელ ადამიანებს კი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა დღეს მთავრობასთან ერთად ეპიდემიოლოგებიც გააკრიტიკა. გამყრელიძე-იმნაძის დუეტს პანიკის დათესვაში დასდო ბრალი და მედიკოსებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. 

მთავრობაზე გაბრაზებულმა სასულიერო პირებმა დღეს ყველა დახურული შეხვედრის საიდუმლო დეტალები გათქვეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა არ დამალა რომ მტავრობის წევრები საეკლესიო პირებს მოკრძალებით ესაუბრებიან, რაც აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებას ეკლესიის შიში აქვს.

ხელისუფლებამ ჩაკეტა ყველა სასულიერო პირების გარდა, ერთი სატელეფონო ზარი დასჭირდა საპატრიარქოს იმისთვის რომ მთავრობის დადგენილება შეეცვალა, დღეს მანქანით გადაადგილების უფლება მისცეს მღვდლებსა და სტიქაროსნებს, მაშინ როცა მრევლი ეკლესიაში მისასვლელად კილომეტრებს ფეხით გადიოდა.

კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც სასულიერო პირები არ დაემორჩილებიან პირბადეების გაკეთება იქნება.  საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი  მტკიცედ აცხადებს, რომ სასულიერო პირებს პირდაპირი კავშირი აქვთ ღმერთთან და ამიტომ ინფიცირების საშიშროება არ არის.

ეკლესია არ ემორჩილება ეპიდემიას. კოვიდ 19-ით საქართველოში უკვე 2 სასულიერო პირი დაინფიცირდა, დღეს ბოლნისის სიონის მღვდელმსახურს კორონა ვირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. სასულიერო პირი ტაძარში ბოლოს 12 აპრილს მივიდა და წირვა ჩაატარა, დეკანოზმა ბზობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი აზიარა და მეორე დღეს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ვინ გადადო მღვდელს ინფექცია ჯერ დადგენილი არ არის, ეპიდემიოლოგები ბოლნისში სასულიერო პირის საკონტაქტო წრეს იკვლევს.      

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი