ოკუპანტებმა ქარელის რაიონის ორ სოფელში დირბსა და ტახტისძირში უკვე შემოღობეს 15 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი.მოსახლეობა, ახლა ულუკმაპუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა.
არსებობს საფრთხე რომ რუსი ოკუპანტები ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებამდეც მივლენ, დირბისა და ტახტისძირის მოსახლეობა პანიკაშია. ამბობენ,რომ ოკუპანტი ქვეყნის 15-მდე ჯარისკაცი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ ისე მუშაობს მათთვის ხელი არავის შეუშლია. ადგილზე, სადაც ბორდერიზაცია მიმდინარეობს ქართველი პოლიციელები დგანან თუმცა ეს ოკუპანტებს მიწების მიტაცებაში ხელს არ უშლის.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები , რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მორიგეობენ ახლა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო მდგომარეობს გამო იქ ვერ მიდიან. თუმცა აქვთ ინფორმაცია,რომ ოკუპანტები გააქტიურდნენ სხვა სოფლებშიც და ვარაუდობენ რომ უახლოეს დღეებში რუსი ჯარისკაცები უკანონო ბორდერიზაციას კოდასა და ატოცშიც დაიწყებენ.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გააქტიურებას და მიწების მიტაცების უწყვეტ პროცესს ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ ოპოზიციაში. ამბობენ,რომ ივანიშვილის გუნდი რუსეთთან დათმობის პოლიტიკას აგრძელებს და არ აქვს სურვილი გამოიყენოს დიპლომატიური გზებიც კი ოკუპანტის შესაჩერებლად.
ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. მინისტრთა კაბინეტის წევრები აცხადებენ,რომ ეძებენ გზას - როგორ შეაჩერონ პუტინის უკანონო ქმედებები.
სოფელ დირბსა და ტახტისძირში ბორდერიზაციის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. როგორც ჩანს რუსი ჯარისკაცები გაჩერებას არ აპირებენ და ამ ტერიტორიაზე მომდევნო დღეებში მავთუხლართების გაბმას დაიწყებენ.