საქართველოს ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა - ქართველი მწერლების მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა- ქართველი მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს მიმართავენ.

მწერლები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

განცხადება "პენ ცენტრისა" და "საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის" სახელით გაიგზავნა:

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.

ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი