ლენინის ორდენი "საჩუქრად" - რუსული კომპანიისთვის შეკვეთის გამო, გორის მერია აქტივისტებმა "დააჯილდოვეს"

გამოქვეყნდა:

გორში სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობას ლენინის გამოსახულების აბრა აჩუქეს. აქტივისტებმა აბრა სწორედ იმ ადგილზე გააკრეს, სადაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსული წარმოების ტრენაჟორები დაამონტაჟა.

"არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ ხელისუფლება პრორუსული იყო. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერი აჩვენა. გორის მერია თავის ქმედებებში ყოველთვის გამოხატავდა მის დამოკიდებულებას და კეთილგანწყობას რუსეთის ხელისუფლების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გორის მერი საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყებას აბრალებდა.

ასევე გამოიხატება გორის მერის განწყობა იმაში, რომ თითქმის ყველა ტენდერი და ეს სამუშაოები რუსული კომპანიის მიერ არის შესრულებული",-თქვა თეონა ფანქველაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ ამ ფორმით რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი