მწერლები, გამომცემლები, პროფესორ-მასწავლებლები - საგანგებო მიმართვა

გამოქვეყნდა:

ქართული საზოგადოების უპრეცედენტო ერთიანობა - მწერლები, გამომცემლები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ივანიშვილის გუნდს დიქტატურის დამყარების მცდელობაზე ღიად მიუთითებენ, უკიდურეს კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და თვლიან რომ ვითარების განმუხტვის ერთადერთი გონივრული გზა დიალოგია, რომელიც მთავრობამ პოლიტიკური მძევლების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.

ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა და დაპატიმრება დაიწყო

ქართველი მწერლები ერთობლივი მიმართვით ნიკა მელიას ძალადობრივი გზით დაპატიმრებას, ოპოზიციური ძალის პარტიულ ოფისზე შტურმსა და აქტივისტების მასობრივ დაკავებებს ეხმაურებიან. მათი შეფასებით სიმბოლური და ბევრის მთქმელია დარბევის დღე -  23 თებერვალი, ზუსტად ასი წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, როცა წითელ არმიას ტაბახმელასთან ბრძოლაში ქართველი იუნკრები შეეწირნენ.ამით ხელისუფლებამ საკუთარი რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი