ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა. სახელი სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლების ინიციატივით გადაერქვა. აბრა ერთერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის გადარჩენილმა გმირმა ტრისტან ჩიტიძემ თავად გააკეთა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა.