ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სააღდგომო დახმარება მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დაურიგა. პასკა, კვერცხი და საჭირო პროდუქტი მხოლოდ 400 ოჯახზე გაიცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება პოლიტიკური ნიშნით გასცა და ოჯახები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მმართველ გუნდს მხარს არ უჭერენ, დახმარების გარეშე დატოვა:
ბოლნისის გამგეობამ დაარიგა თავისივე მხარდამჭერებისთვის. მე გამომტოვეს და არის კიდევ ხალხი ვისაც არ დაურიგეს. ვინც ღიად აფიქსირებს რომ არ არის ამათი მხარდამჭერი, არავითარი დახმარება არ გაუციათ იმ ოჯახებისთვის - აცხადებს ერთ ერთი ადგილობრივი, გიორგი ოლქიევი
ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთავარი არხი" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ბოლნისის მერი, მისი თანაშემწე, პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.