COVID 19-ით "სმარტის" თანამშრომელი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დადასტურდა. რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია დღეს დილით დაკეტილი იყო. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მარკეტის 5 თანამშრომელი, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ერთ ცვლაში მუშაობდნენ, ამჟამად იზოლაციაში არიან.

ამჟამად მარკეტი ღიაა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თანამშრომლების ინფორმაციით, სუპერმარკეტი ყველა საჭირო დამცავი საშუალებით აღჭურვილია. 

არის ძველი თანამშრომელი, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ჩაუტარდა დეზინფექცია და მოვედით ახალი თანამშრომლები"- აცხადებს "სმარტის" ერთ ერთი თანამშრომელი.

​რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს. ორ მათგანს ვირუსი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოუვლინდა და ახლა ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ ერთის წყარო ბოლნისის კლასტერია, მეორესი კი ჯერჯერობით უცნობია. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი იმ მრევლს, რომლებიც გასულ ღამეს სააღდგომო ლიტურგიას ტაძრებში დაესწრნენ, უსაფრთხოების მიზნით, 2 კვირიანი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

იმის მიუხედავად სიმპტომები აქვთ თუ არა, ვინც ესწრებოდა  ლიტურგიას კარგი იქნება თუ იქნებიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 38 პაციენტი. ჩვენთან დადასტურდა წუხელ 2 შემთხვევა, რომლებიც უკვე გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეს ვიღებთ 30 კვლევას, რომლის პასუხი მოგვიანებით გვეცოდინება" აცხადებს კახა ბეროზაშვილი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კი ამ დროისათვის 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 81 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სულ კი ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 86, გარდაცვლილია 4 პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი