პატრიარქს ექიმებისთვის მადლობის გადახდა დაავიწყდა - თეოლოგების და პოლიტიკოსების შეფასება სააღდგომო ეპისტოლეზე

გამოქვეყნდა:

​პატრიარქს ექიმებისთვის მადლობის გადახდა დაავიწყდა - ასე ეხმაურებიან თეოლოგები სააღდგომო ეპისტოლეს. მათი კრიტიკა ილია მეორეს იმ გზავნილებმა გამოიწვია, რომელიც სააღდგომო მიმართვისას გასულ ღამეს, სამების ტაძარში წაიკითხეს.

თეოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე, მაშინ როცა საპატრიარქომ წესების შეცვლაზე უარი თქვა და მრევლს ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო გონიერი აღმოჩნდა და სახლში დარჩა

ეპისტოლე შეიძლება სხვანაირიც ყოფილიყო. ძალიან მოკლე, რომელიც შეეხებოდა იმ განსაცდელს რაც კაცობრიობას აქვს. ჩვენ ეს ვერ დავინახეთ ეპისტოლეში" აცხადებს გოჩა ბარნოვი.

ყველაზე მთავარი რაც აკლდა, ჩემის აზრით არის ის, რომ ყველაზე დიდ რისკზე მიდის არა ეკლესიაში მისული ადამიანი, არამედ ექიმი" აცხადებს გიორგი გველესიანი

აღდგომის ღამეს ჩატარებულ ლიტურგიას პოლიტიკოსები აფასებენ, თუმცა ისინი ძირითადად მრევლის ქცევაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ მოსახლეობამ გუშინ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა იმის მიუხედავად, რომ ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს. ოპოზიციის წევრები ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ:

ხელისუფლება აღმოჩნდა ლაჩარი და უგუნურ ხალხი აღმოჩნდა გონიერი ჩენ გუშინ თავიდან ავიცილეთ კატასტროფა - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძე

ხელისუფლების ეს უგვანი ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი ჩვენი მრევლის დიდი ნაწილისთვის და ენის მოჩლექით საუბარი საპატრიარქოსთან, ილია მეორესთან არ მიიღო მრევლის დიდმა ნაწილმა" აცხადებს "რესპუბლიკელების" ერთ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

ხელისუფლებას უნდა მორწმუნე მრევლის ხმები და ამ ხმებზეა გავეშებული თორემ პირველი სწორედ ქართული ოცნება ებრძვის საპატრიარქოს" აცხადებს გიორგი ვაშაძე

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი