ბერძნული ეკლესიის ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს. იერონიმე წამალაიძე ეპისკოპოს ქრისტეფორეს შვილია, რომლის სახელიც ბოლო დროს სინოდის წევრების სექსუალურ ძალადობაში მხილების თემას დაუკავშირდა.
ეპისკოპოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მრევლს და ახლობლებს ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდათ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ სულიერ მოძღვარს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა.
ქრისტეფორე წამალაიძის ჩაწერა „მთავარმა არხმა“ შეძლო. სასულიერი პირი, რომელიც ბოლო 30 წელია წმინდა სინოდის წევრებს უპირისპირდება და ამხელს, ამბობს, რომ ასეთ დამთხვევები არ ხდება და მას სკანდალური განცხადებების გამო ემუქრებოდნენ.
ქრისტეფორე წამალაიძის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც წმინდა სინოდის წევრი მეუფე ზოსიმე გარყვნილ ქმედებაში სასულიერი სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა ამხილეს. წამალაიძემ სვეტიცხოვლის ეზოს რეზიდენციაში სტუდენტებზე ეპისკოპოსის მხრიდან სექსუალური შევიწიროვების ფაქტი დაადასტურა და დიდი საეკლესიო კრების გამართვა მოითხოვა.
მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს საპატრიარქოსთან უკვე წლებია მწვავე დაპირისპირებაშია.