ხვალ, 28 თებერვალს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქცია 13:00 საათზე დაიწყება. რიონის ხეობის მცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და სასულიერო პირებიც შეუერთდებიან.
აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფება პროვოცირებს, რომ შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდეს, რაც რიონის ხეობის მოსახლეობისთვის მიუღებელია.
"ვისაუბრებთ და დავსახავთ შემდგომ სამოქმედო გზებს, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვის სროლა არ არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა, ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ მშვიდობიანად და ვდგამთ ამ ნაბიჯებს მიზანმიმართულად, რომ მშვიდობიანად, ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდეს ეს პროცესი", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის შემდეგ აქტივისტების ნაწილი ღამეს ხეობაში კარვებში გაათევს.
ორგანიზატორების თქმით, აქციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ასობით ადამიანი შეუერთდება. პროტესტის მონაწილეებს ერთადერი მოთხოვნა აქვთ, არ აშენდეს გიგანტური ჰესი, რომელიც ხეობის დატბორვას გულისხმობს.
რიონის ხეობის დარაჯები, უკვე 126-ე დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ და ხეობაში 105 მეტრიანი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ თურქულ კომპანიას 99 წლიანი ვადით, ხეობა გადასცა.