გორის ხელისუფლებამ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს ისე გადასცა ქალაქის მთავარი პარკის ნაწილი, რომ წინააღმდეგობის გაწევა მათ რიგებში მყოფ არც ერთ მაღალჩინოსანს არ უცდია.
გორელები ამბობენ, რომ ბორია გოგიჩაიშვილი გორში კარგად ცნობილი "ოცნების" სახის - გიორგი ხოჯევანიშვილის პროტეჟეა. ის "ოცნების" შემომწირველიც იყო, თუმცა, თავად პარტიაში ამას უარყოფენ.
ბორია გოგიჩაიშვილი ერთ ლარად ნაყიდ სკვერში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას აპირებს.