თბილისსა და რეგიონებში საწვავის ფასის გაძვირებას ისევ აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საწვავის ფასების ზრდას ქვეყანაში ისევ პროტესტი მოჰყვა. ბოლო რამდენიმე დღეში ნავთობზე ფასმა ისევ მოიმატა, რის გამოც მძღოლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. 

თბილისში აქციის მონაწილეები ავტოკოლონების სიგნალების თანხლებით მსვლელობით უნივერსიტეტის ქუჩიდან გმირთა მოედნის გავლით - თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან. 

"არამარტო თბილისში ვაპროტესტებთ. ჩვენი აქცია ტარდება ფოთშიც, ბათუმშიც, ქუთაისში გუშინ ჩატარდა, თელავში. ასევე იქნება გორში. პირველ რიგში რასაც ვითხოვთ - მთავრობასთან საუბარს, ორგანიზატორები და შევთანხმდეთ რაღაც ელემენტარულზე და ჩვენს ხალხს ცოტათი მაინც შევუმციროთ ის ხარჯები რაც საწვავიდანაც მოდის", - ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინაც გააპროტესტეს საწვავზე ფასების ზრდა სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. საწვავის გაძვირებამ სხვა პროდუქტებსა თუ პროდუქციაზე ფასების ზრდაც განაპირობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი