თურქეთში მომატებული ჰქონდა 300 გრამი და ბოლო ორ დღეში 100 გრამი დაიკლო - ვახო სანაია პატარა სანიზე 

გამოქვეყნდა:

ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" კიდევ ერთხელ იხსენებს და იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომელშიც მისი მცირეწლოვანი შვილი თავდასხმის დროს ჩავარდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ პატარა სანიმ სტრესის ფონზე მომატებული გრამები ისევ დაიკლო:

საერთოდ ვერ ჭამდა, აღებინებდა. როდესაც თურქეთში იყო, მდგომარეობა გამოსწორდა, მომატებული ჰქონდა ბოლო სამ დღეში 300 გრამი და ახლა დაიკლო 100 გრამი ბოლო 2 დღის განმავლობაში" ამბობს ვახო სანაია.

ვახო სანაია ამბობს, რომ ის, რაც მოხდა მხოლოდ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არაა:

ჩემთვისაც რთულია, მაგრამ არსადაც არ წავალ . ეგრე არ არის რომ ვიღაცა ნაძირალების გამო ეს ქვეყანა დავტოვო, არსად არ წავალ და ბოლომდე ვეცდები იმას, რომ სანის ასეთი რამ არასდროს არ შეემთხვეს, ჩვენ შვილებს ესეთი რაღაცა არასდროს არ შეემთხვეს და უკეთეს ქვეყანაშ იცხოვრონ. წავიდეთ მაშინ და დავუტოვოთ ამათ...მაგრამ ამას არ გავაკეთებ, ეს უნდა შეცვალოს ეს უკვე ჩემი ამბავი აღარა არის, ეს ყველას გვეხება, ყველა ჟურნალისტს ეხება" ამბობს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, სანაიას ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ თავს 25 თებერვალს, გამთენიას დაესხნენ.

2 წაქცეულზე მომეპარა, დაიწყეს ფეხების, მუშტების რტყმა - სანაია თავდასხმის დეტალებზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი