კოვიდ 19-ით ინფიცრებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა - ლევან რატიანი საზოგადოებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 408-მდე გაიზარდა. გასული ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი პაციენტებიდან ერთი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი დაინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებას, აქ მკურნალობას 44 კოვიდ დადებითი პაციენტი გადის. მათგან 14 მწვავე პნევმონია აღენიშნება. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას 91 კოვიდ დადებითი პაციენტი გადის. მათგან 47 ასევე მწვავე პნევმონია აღენიშნებათ.  სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი თენგიზ ცერცვაძის მიმართ საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა. რატიანმა საზოგადოებას ქილიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მან ბოქსირებულ განყოფილებებს სასიკვდილო სივრცე უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლა ექიმებს  საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.

მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, იმიტომ, რომ ორივე მხარზე სამწუხაროდ, გვაზის უხილავი მტერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემა, რჩევის დარიგება და ა.შ. დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, აი, ბატონო სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილე სივრცე ჰქვია, იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს,სამწუხაროდ გვეშინია, იმიტომ, რომ ჩვენს შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, ჩვენს შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, ტვინს მოუხმონ, თუ რამე კეთილი სურვილი და ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ რჩევას გასათვალისწინებელს მივიღებთ. ძალიან ძნელია ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს,"- განაცხადა რატიანმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი