სასჯელაღსრულების ავტომანქანა, რომელსაც პატიმარი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

გამოქვეყნდა:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ავტომანქანა, რომელსაც პატიმარი გადაჰყავდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეჯახება ადმინისტრაციულია.

მომხდართან დაკავშირებით პენიტენციურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

2021 წლის 1 მარტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს.
ესკორტის ოფიცრებმა და პატიმარმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები (ნაკაწრების სახით). მოცემული პირებს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების კონსულტაცია გაეწიათ  და ექიმების დასკვნით, ისინი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა პრევენციის მიზნით პატიმარი გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ მოხდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი