ძალადობის მძიმე ფაქტები თბილისის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში სახალხო დამცველმა გამოავლინა. ომბუდსმენი აპარატში არაერთი შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხდებოდა.
სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია, რომ დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე.
თბილისის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ მძიმე ძალადობის ფაქტებს ვერ უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარება ადვილი არ არის - საჭიროა ფული და ადამიანური რესურსი.
დღეში თითო ბენეფიციარის დაფინანსება 26 ლარია, საავადმყოფოში კი 210 სტაციონარული პაციენტია.
ჯანდაცვის სამინისტროს კი კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუ რატომ არ აღმოიფხვრა ამდენი ხნის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
სახალხო დამცველი ანგარიშში თბილისის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც მოხვდა.