COVID 19–ით ინფიცირებულთა ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა 431–მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ახალი კორონავისურით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ ღამის შემდეგ ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა  431–ს მიაღწია.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალი პაციენტის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კრიტიკული პაციენტების მდგომარეობაში გაუმჯობესების დინამიკა შეინიშნება.

კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ახალ შემთხვევებს შორის არიან მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტებიც, რომლებიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

22 პაციენტიდან 2 არის ახალი, ისინი გადმოყვანილები არიან მარნეულიდან, სხვადასხვა ოჯახის წევრები. შემოვიდნენ დადასტურებული შემთხვევით. არიან მოზრდილები და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვაქვს 2 მოზრდილის გამოჯანმრთელება, რომლებიც გაეწერნენ კლინიკადან. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის არის 6 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალაგებულია სურათი. ერთი 5 წლის ბავშვია ახალი, ორი დღის შემოსული და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. გვყავს სამი საყურადღებო პაციენტი, 8 პაციენტი კი ემზადება კვლევაში ჩასართავად", – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

გაზრდილია ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3–ით და დილის მონაცემებით 114 გახდა.
 

COVID 19–ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 431
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 114
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5
  • კარანტინის რეჟიმში - 5126
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი