მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ - მწვავე შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში

გამოქვეყნდა:

მონები და მეზღაპრეები - ასეთი შეფასება დაიმსახურეს დღეს ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებმა. ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს რიონის მცველებმა არც კი მოუსმინეს. მოსახლეობა მთავარი კითხვების უპასუხოდ დატოვებამ გააღიზიანა.

ცაგერის კულტურის სახლში შეკრებილები ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებისგან ცდილობდნენ ზუსტი პასუხების მიღებას მთავარ კითხვებზე - რატომ გაასხვისა სახელმწიფომ ინვესტორზე რიონის ხეობა 99 წლით და გათვლილია თუ არა ის საფრთხეები, რაც დიდი ჰესის მშენებლობამ შესაძლოა, ხეობას მოუტანოს.

კულტურის სახლში შეკრებილებმა მინისტრებს 2012 წლამდე გაცემული დაპირებებიც შეახსენეს, რა დროსაც ივანიშვილი და მისი გუნდი პირობას დებდა, რომ დიდ ჰესებს არ ააშენებდა.  

პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს საჩივრით მიმართეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს, რადგან თვლიან, რომ ბრძანება უკანონოა.

უმწვავესი კითხვებისა და ქუთაისში გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა რიტორიკა შეარბილა და დააანონსა, რომ მთავრობასა და კომპანია ენკას შორის დადებული ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს.

12 მარტს რაიონის ხეობის მცველებსა და მინისტრებს შორის ღია შეხვედრა გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ენკა გიგანტური ჰესის მშენებლობას არ შეწყვეტს, ადგილობრივები პერმანენტული აქციების გაგრძელებას აანონსებს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი