"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 6 მარტს, 3 საათზე თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, იმ შემთხვევში თუ ხელისუფლება კომენდანტის საათს ახლო მომავალში არ მოხსნის, მშვიდობიანი პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.

სამოქალაქო აქტვისტებმა ასევე შექმნეს პეტიცია -სახელწოდებით "თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია - გაუქმდეს კომენდანტის საათი", რომელზეც ხელისმოწერა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეუძლია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი