ე.წ შინდლერის სია თანამედროვე საქართველოში ბერას სიით ტრანსფორმირდა. სია 2011 წლიდან ივსება. სადამსჯელო რაზმს, როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ.
სისტემა ასეთია, დგება ბერას შავი სია, შემდეგ სადამსჯელო რაზმი გადის მისამართზე, ცემენ ყველას ვინც ბერას სიაშია, შემდეგ ანზორ ჩუბინიძე რეკავს. მოტივაციის ასამაღლებლად კი ირაკლი მოუწოდებს.
მხოლოდ იმის გამო რომ ერთ რეპერს მეორე რეპერი არ მოსწონდა, სადამსჯელო რაზმი უბანში დაადგა, შემდგომ ბერასთან აიყვანეს. იქ კი რაც მოხდა მარტივი გამოსაცნობია თუკი რეპერის შემდგომ შემოქმედებას გადავხედავთ.
2017 წელი. 20 წლის ბიჭმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტატუსზე, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით კომენტარი დაწერა. კომენტარის დაწერიდან 10 დღის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მოტყუებით გამოიყვანეს სახლიდან, შეიარაღებულმა პირებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და მოიტაცეს. დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, სადაც როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გუშინ გასაჯაროებული სატელეფონი საუბრის შემდეგ სოციალური ქსელში სულ უფრო ბევრი ადამიანი წერს, რომ რეჟიმმა იმსხვერპლა. სია მუდმივად იზრდება. ბერა სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელიცაა და თემიდაც.