ლადო: "2011 წელს დავპოსტე...ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი..."

გამოქვეყნდა:

ლადო, რომელიც "ტვ პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს და სავარაუდოდ ბერას ერთ ერთი მსხვერპლია, ჩანაწერების გავრცელებიდან 24 საათში ფეისბუქ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ 2011 წელს, 15-16 წლის ასაკში ბერას პოსტზე კომენტარი ნამდვილად დაწერა, თუმცა არ უგინებია და არც არავინ დამუქრებია. უბრალოდ, ოჯახში დაცვის სამი თანამშრომელი მივიდა , რომლებამც "ზრდილობიანად სთხოვეს" თავი შეეკავებინა კომენტარებისგან, რომლებიც შეიძლებოდა მუქარად ყოფილიყო აღქმული.

"მოკლედ ვწერ ტვ პირველზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე. 
მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია"

ლადო ბენდიანიშვილის სახელით ფეისბუქ პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და ჩანაწერების თარიღად სწორედ 2010-2011 წლები დაასახელა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი