ბერას მამამ უყიდა სტუდია, ფლამინგოები, აბასთუმანი... მინისტრები - საზოგადოების რეაქცია

გამოქვეყნდა:

ბერა ივანიშვილს მამამ უყიდა უყიდა სტუდია, რომ სიმღერები ჩაეწერა. ბერას მამამ უყიდა ფლამინგოები და კრევეტები, დღეში ბევრი კილოგრამი ამ ფლამინგოების გამოსაკვებად. საამაყო და სამაგალითო მამამ პატარა ბიჭს მთელი სოფელი უყიდა, მერე ცოტა მოზრდილი აბასთუმანი, მერე კიდევ უფრო დიდი წყალტუბო. ასწლოვანი ხეების ტყე, თავისუფლების მოედანი უყიდა 2 ლარად, მერე უყიდა მინისტრები, ბევრი ადამიანი და უთხრა - ჩვენ ვართ საქართველო!

კომენტარების წერისთვის ბერამ ადამიანების დასჯა განიზრახა, ბარმენების და მიმტანების, რეპერების და სკოლის მოსწვალეების დასჯაც კი. და მისიის შესასრულებლად თავისი ოქროს თევზები მიავლინა. ნაყიდი მინისტრები, ან ნაყიდი კაცები, რომელებიც მალე უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ. სკამისთვის კი არა, ქვეყნისთვის!

კეთილშობილი მიზნებით მოსულმა ჯერ მეფემ არა, ჯერ ისევ ჭირვეულმა უფლისწულმა, პატაკი მოითხოვა. ბატონო ანზორ, როგორ არის საქმე, ჯიგარო?

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი