"ხალხი აივნიდან გადაყარეს" - მწვავე დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში

გამოქვეყნდა:

მარტვილის ეპარქიაში მწვავე დაპირისპირებაა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებეულია ტვ პირველის ჟურნალისტი, რუსათავი 2-ის ოპერატორი. მთავრი არხის ჟურნალისტს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ხალხი აივნიდან გადაყარეს. სად არის პატრიარქი?! არ გრცხვენიათ?! სატანებო!!!! - წერს ბერდია კალანდია ფეისბუქზე.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობდა.

სავარაუდოდ საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა. 

მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი აპროტესტებს. მათი განცხადებით მეუფე სტეფანე საპატრიარქოს ბრძანებებს ასრულებს, რადგან ყველა ის პირი, რომელსაც უფლებამოსილება შეუჩერდა, მეუფე პეტრეს მხარდამჭერია.

დეტალების შესახებ "მთავარის" 18 საათიან გამოშვებაში

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი