ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი და დაპირისპირება ეპარქიაში - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? 

გამოქვეყნდა:

დაპირიპირება, ხელჩართული ჩხუბი სასულიერო პირებს შორის და მედიის დაშავებული წარმომადგენლები ჭყონდიდის ეპარქიაში. ხმაური მარტვილში მეუფე სტეფანეს იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც დიაკონებს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს უფლებამოსილება შეუჩერა. 

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებ საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება.

პრესსამსახურმა ანდრია ჯაღმაიძემ კი "მთავარ არხთან" საუბარი არ ისურვა.

ჭყონდიდის ეპარქიაში   გრიგოლ კაციას  ორ წლიანი  მსახურება  ცოტახნის წინ  დასრულდა. 11 თებერვალს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე გაირკვა, რომ მეუფეს ეპარქიაში არ ენდობოდნენ, მრევლი წირვებს არ ესწრებოდა და არც სასულიერო პირები ემორჩილებოდნენ. 

ამიტომ საპატრიარქომ ის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველით ჩაანაცვლა. მრევლმა არც მეუფე სტეფანე მიიღო. ეპარქიაში მიაჩნიათ, რომ გრიგოლ კაციაც და სტეფანე კალაიჯიშვილიც რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ არიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი