საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარს ეხმაურება და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. ჯაღმაიძე ამბობს, რომ სასულიერო პირებს შორის კამათი და დავა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების დაშავებას "სამწუხაროს" უწოდებს და ბრალს ისევ მათ სდებს, უფრო კონკრეტულად, "მტავარი არხის" ჟურნალისტს:
სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ.. იქ არის საკმაოდ ვიწრო აივანი.. ბევრი ხალხი იყო. იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები. ერთი შუშა ყოფდა აივანსა და კრების დარბაზს. როცა სტეფანეს წარდგენა იყო, ქალბატონი ემა [გოგოხია] ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან. ისეთი ჟინით უნდოდა მანდ დგომა უნებართვოდ, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
ამავე თემაზე: