ბერა ამტკიცებს, რომ მის ტიკ-ტოკ-ზე მუდმივი თავდასხმაა და როდესაც სოციალური ქსელის მენეჯერებს ამის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა, მათ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა "ებრძოდნენ კონკრეტულ ადამიანს", ჯერ არ ჰქონიათ:
შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული არეპორტებენ ჩემ გვერდს. რამოდენიმე ასეული თუ არა ათასეული ექაუნთი, ყველა საქართველოდან და უბრალოდ დაზიანდა ჩემი ექაუნთი...როდესაც ტიკ- ტოკის მენეჯერებს დავუკავშირდი, მათ მითხრეს, რომ მილიარდამდე ადამიანს აქვს ტიკ- ტოკი და ეს არის პირველი შემთხვევაა ამ აპლიკაციის ისტორიაში, რომ ასე ესხმოდნენ და ებრძოდნენ კონკრეტულ ადამიანს" - თქვა ბერამ "იმედზე".
"იმედი" ოლიგარქის ვაჟის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და როგორც გაირკვა, ბერა გააქტიურებას გეგმავს. აპირებს ახალი კლიპების გადაღებას და სამხრეთ კორეაში, დუეტების ჩასაწერად მიემგზავრება.
ამავე თემაზე: