ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 20 წლის გიგა სადილიანის ოჯახის წევრებმა, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ნემსიწვერიძე 2020 წლის 26 მაისს, ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ე.წ ზებრა გადასასვლელზე კი მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
ოჯახის განმარტებით, საჭესთან მყოფი ნემსიწვერიძე საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეები იმ გამომძიებლების დაკავებასაც მოითხოვენ, რომლებმაც საქმე ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დამნაშავე ველოსიპედით მოსარგებლე იყო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, თუ 25 მარტამდე ბექა ნემსიწვერიძეს არ დააკავებენ, ისინი თბილისში მთავარ პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებენ.