სახლი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის- "მთავარ არხზე" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ოთხი შვილის დედას ოცნება აუსრულდა. სახლი რომელსაც კობერიძეებმა დროებით შეაფარეს თავი ახლა მათი საკუთრებაა. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში მცხოვრებ ოჯახს დღეს მოულოდნელი და განსაკუთრებული სტუმრები ყავდათ.
სახლი კობერიძეებს "კოკა-კოლამ", მამუკა ხაზარაძემ,
სტეფან მაისტერმა და ეგორ კუროპტევმა შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახს, საჩუქრად გადასცეს.