ბოშების ცხოვრება აჭარაში

გამოქვეყნდა:

კორონაპანდემიისა და ონლაინ სწავლების კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი - ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა, სადაც 70-ზე მეტი ბოშა ბავშვი სწავლობს, სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. თვეების განმავლობაში უმძიმეს სოციალურ პირობებში მცხოვრები ბავშვები, კომპიუტერისა და ინტერნეტის არქონის, გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.

პანდემიამ თემის ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ბავშვების დიდი ნაწილი სასწავლო პროცესისი აღდგენის მიუხედავად, სკოლაში აღარ დადის.

ამიტომ, ახლა სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მთავარი საზრუნავი ისევ ბოშა ბავშვების სკოლაში დაბრუნებაა, რომ წყალში არ ჩაიყაროს წლების შრომა -  რომელმაც ბოშების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას ხელი შეუწყო.

მიხეილ გოგუაძის რეპორტაჟი: "ბოშების ცხოვრება აჭარაში"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი