ქუთაისში საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ - მძღოლები ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მძღოლები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც გეგმავენ. 

მათი თქმით, საწვავის ფასის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ყველა პროდუქტის გაძვირებას. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ქუთაისის სპორტის სასახლესთან არიან შეკრებილები. 

"გუშინ კიდევ 7 თეთრით მოემატა საწვავს ფასი, არ ვაპირებთ ვინმესთან მისვლას და ოფისში დალაპარაკებას, მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს, ადამიანები ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქალაქიდან, მალე ასეთივე აქცია იქნება ბათუმში და სხვა ადგილებში", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

"გადაკეტვა კი არ იქნება, მეტი ფული არა გვაქვს და სადაც დამთავრდება ბენზინი, იქ გავჩერდებით, მოვიდნენ, წაგვიყვანონ", - განაცხადა გოგი წულაიამ, რომელიც აქციაში თავადაც მონაწილეობს. 

შეგახსენებთ, საწვავის ფასების გაძვირების გამო ქუთაისელმა მძღოლებმა აქცია-მსვლელობა რამდენიმე დღის წინაც მოაწყვეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი