ქუთაისელმა მძღოლებმა ავტომაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს - პროტესტი საწვავის გაძვირებას

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, სპორტის სასახლიდან საპროტესტო მსვლელობით დაძრულმა ავტოკოლონამ რამდენიმე წუთით ავტობანი გადაკეტა. 

ავტომანქანების მძღოლები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს აქცია გამაფრთხილებელი შინაარსის იყო და იმუქრებიან, რომ თუ ერთ კვირაში საწვავის ფასები არ დარეგულირდება, ავტობანზე მანქანების ძრავებს გამორთავენ და თბილისის-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალს ამ გზით ჩახერგავენ. 

"გუშინ კიდევ 7 თეთრით მოემატა საწვავს ფასი, არ ვაპირებთ ვინმესთან მისვლას და ოფისში დალაპარაკებას, მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს, ადამიანები ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქალაქიდან, მალე ასეთივე აქცია იქნება ბათუმში და სხვა ადგილებში", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

ეს ქუთაისელი მძღოლების მესამე აქციაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი