გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები 10 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად ცოცხლები იპოვეს.
ისინი ერთ-ერთ ხევში იყვნენ, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ და მაშველებს ელოდებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, სამივეს სხეულის გადაციება, ჰიპოთერმია აღენიშენებოდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაპოვნია გარდაცვლილის ცხედარიც.
სოფელ ბოხვაურში მცხოვრები 4 ახალგაზრდა გომის მთის მიმართულებით გუშინ საღამოს ერთ-ერთი ვერსიით სანადიროდ წავიდა. გზად ამინდი გაურესდა. თოვლის საფარმა ორ მეტრამდე მიაღწია და მიმართულება დაკარგეს. ერთი, ყინვის შედეგად გარდაიცვალა. დილის 8 საათისთვის ახალგაზრდებმა შველა ითხოვეს და 112ში დარეკეს. უთხრეს, რომ დიდი თოვლისა და ქარბუქის გამო გზას ვეღარ აგრძელდებდნენ, უკან ვერ ბრუნდებოდნენ.
ავტორი: ლადო მენაბდე