ძვირფასეულობა, ოქრო, იარაღი და სამარხები - აღმოჩენა ჰერეთში

გამოქვეყნდა:

საზღვრისპირა სოფელი ფალდარლი, ისტორიული ჰერეთის ერთ-ერთი სოფელი, რომელმაც ბოლო დღეებში ქართველებისა და აზერბაიჯანელების ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში, ერთ-ერთმა გლეხმა, მიწის დამუშავებისას უძველესი სამარხი აღმოაჩინა, სადაც  ძვრიფასეულობა, დიდი ოდენობით ოქრო, სამკაულები, იარაღი და მიცვალებულთა სამარხებია.

სოციალური ქსელებით ბოლო დღეებში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად, გლეხის ნაკვეთში დიდი რაოდენობით ოქრო აღმოაჩინეს. პირველი, რაც ადგილობრივმა ქართველებმა იფიქრეს, ეს თამარ მეფის დაკარგული საფლავის აღმოჩენა იყო. საფუძველს ერთი მიზეზი აძლევდათ - ჰერეთში თამარის სახელობის უამრავი ძეგლია. 

მიხეილ გოგუაძის რეპორტაჟი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი