გარყვნილებისთვის დასჯილი მღვდელი

გამოქვეყნდა:

ექვსი შვილის მამა და მამა კიდევ უფრო მეტი სულიერი შვილისთვის, მოძღვარი, მღვდელი, ახალგაზრდა სტიქაროსნის სექსუალურად შემავიწროებელი აღმოჩნდა - დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე სექსუალური შინაარსის ვიდეოებსა და ინტიმურ მესიჯებს უგზავნიდა მარტოხელა მრავალშვილიანი დედის ერთ-ერთ შვილს, ბიჭს, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა.

ამის შესახებ ყვება დაზარალებული ახალგაზრდის მშობელი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ძალიან შეიცვალა და რაღაც ეტაპზე სუიციდური მიდრეკილებებიც გაუჩნდა. თუმცა ის არ აღმოჩნდა დეკანოზის ერთადერთი მსხვერპლი და არც ეს მონაყოლი და არსებული მესიჯებია ერთადერთი მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად მოხდა. 

ამას ადასტურებენ ეპისკოპოსები და სინოდიც, რომელმაც გამოიტანა დასკვნა და ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა... და რაც მთავარია, დანაშაულს აღიარებს თვითონ, სტიქაროსნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მღვდელიც. 

მაია ლომიძის რეპორტაჟი: "გარყვნილებისთვის დასჯილი მღვდელი"

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი