ქუთაისში მძიმე ინფრასტრუქტურულ დგომარობას მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, საკვანძო ქუჩების უმრავლესობა გადათხრილი და მიტოვებულია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, აღმაშენებლის გამზირზე.
აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ კომპანიამ დაქირავებულ მუშაობს ანაზღაურება არ გადაუხადა. გადათხრილი ქუჩები ანტისანიტარიის კერადაც იქცა. მძღოლები და ბიზნესობიექტების წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
კომერციული ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ პრობლემა მალე არ მოგვარდა იძულებულები გახდებიან სავაჭრო ცენტრები დახურონ.
"6-7 თვეა ასეა გადათხრილი და კაცი შვილი არ ჰყავს პატრონი ამ ქუჩას, აგრე მაღაზიებია, ვერავინ ვერ მუშაობს და არის გაჩერებული ყველა", - ამბობს ადგილობრივი.
ქუთაისი მერიაში ამბობენ, რომ აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოები მათი დაკვეთით არ ხორციელდება. რაც შეეხება საგზაო დეპარტამენტს, მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.